ტყიბულში მეშახტეები პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან.
15-მდე მეშახტე სავარაუდოდ ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებს.
მუშები, რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში იმყოფებიან.
წუხელ ღამით მათ საკვები მიუტანეს, თუმცა დაცვამ მიღებაზე უარი განაცხადა და თქვა რომ შეიძლება დასაქმებულები შეგზავნილი საჭმლით მოიწამლონ. როგორც მეოთხე სმენის მუშები აცხადებენ ამ მოტივით უნდა შიმშილით აიძულონ მეშახტეები ამოვიდნენ ზედაპირზე.
რამდენიმე მეშახტის პროტესტს ადმინისტრაციაც ადასტურებს და ამბობენ, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე კომპანია არ საუბრობს.










