ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა შეწყდა. ძიძიგურის შახტში გაფიცული მეშახტეები მოლაპარაკების შედეგად შახტიდან ამოვიდნენ.
მეშახტეებთან შახტში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე.
მისი თქმით, გაფიცული მეშახტეები დათანხმდნენ, საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილონ და ის უშუალოდ ჩაერთვება ამ პროცესში.
შახტში მყოფი მეშახტეები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილება არ არის მიღებული და “მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ”. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და ელოდებიან სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტს კვლავ გააგრძელებენ.