ტურისტული ნაკადის გამო ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვა არ განიხილება” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას
“საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვები განხილულიც კი არ ყოფილა საბჭოზე. დღესდღეობით ვთვლით, რომ ეს მოძრაობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვიცით რა ტურისტული მოძრაობებია დღეს და რა ნაკადიც შესაძლოა იყოს ამ პერიოდში ტურისტული კუთხით.
რაც შეეხება საქალაქო ტრანსპორტის აკრაძლვას, ლოგიკა ნამდვილად არსებობს. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ასპარესზე, თუ რა ეფექტის მომტანია სატრანსპორტო შეზღუდვები.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული შეზღუდვები დადებით დინამიკებს გამოიწვევს, ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ 2 კვირის შემდეგ ველოდებით 80%-იან კლებას და ეპიდვითარების გაუმჯობესებას. ვთვლი, რომ ეს იყო დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებ “- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ