აღმოსავლეთ იტალიაში, მაჯორეს ტბაში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად ოთხი ტურისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი, კიდევ ორს კი ეძებდნენ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურისტული გემზე დაახლოებით 25-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი ამინდის გაუარესებიდან მალევე ჩაიძირა.
მგზავრების უმეტესობამ ნაპირზე გასვლა შეძლო, ნაწილი სხვა გემებმა გადაარჩინეს.