“ჯო ბაიდენი მემარცხენე ექსტრემისტების მარიონეტია, რომლებსაც ჩვენი საზღვრების მოშლა, ჩვენი პოლიციის გაქრობა, თავიანთი იდეების ჩვენი შვილებისთვის შთაგონება და ჩვენი გმირების დამცირება სურთ,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკის მომავალი მასზეა დამოკიდებული.
„ბაიდენის ამერიკაში უსაფრთხოდ ვერავინ იქნება. ბაიდენი და ჰარისი პრო-კრიმინალები და ანტი-პოლიციელები არიან, ჩვენ კი ანტი-კრიმინალები და პრო-პოლიციელები ვართ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.