ავარიაში ტრაგიკულად დაღუპულ და-ძმას ხვალ დაკრძალავენ. დათო და მთვარისა ბალახაშვილებს ხვალ აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ.
“და-ძმა 1 დღეს დავკარგე და დედიკო გადამირჩინე ღმერთო” – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
ტრაგიკული ავარია, რომელსაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა ახალციხე-ადიგენის გზაზე 28 ოქტომბერს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.
მსუბუქ ავტომობილში მჯდომი და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა, მათი დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა.
დათო ბალახაშვილი, რომელიც საჭესთან იჯდა სამხედრო პირი იყო, მას კონრაქტი ახალი გაფორმებული ჰქონდა, ავტომობილი კი რამდენიმე დღის ნაყიდი იყო.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.