გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში, კერძოდ, ხობის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალი ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.