მამა გაბრიელე ბრაგანტინი ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი უკვე 26 წელია. ის იმ პირველ წლებს იხსენებს, როცა ქუთაისში ჩამოვიდა, მაშინ კათოლიკე მრევლს ის ადგილიც კი არ ჰქონდა, სადაც შეიკრიბებოდნენ. სამრევლოსათვის სახლი 1995 წელს შეისყიდეს და ასე დაარსდა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის ეკლესია.
სხვა პრობლემებთან ერთად სირთულეს წარმოადგენდა ენობრივი ბარიერიც, თუმცა როგორც მამა გაბრიელე ამბობს ამის გამო ისინი არ გაუკიცხავთ . ქართული ენის სწავლა ჯერ კიდევ რომში , მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო რომ საქართველოში აგზავნიდნენ.
საქართველოში 90-იან წლებში ჩამოვიდა, მაშინ, როცა ქვეყანაში ნამდვილად არასახარბიელო სიტუაცია იყო. პირველი, რაც მათმა სამრევლომ გააკეთა ეს იყო, რომ დაკავდნენ ქველმოქმედებით, თუმცა ამ საქველმოქმედო საქმიანობას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. მამა გაბრიელე ამ ეტაპზე რელიგიური მიმღებლობისა და მდგომარეობის შესახებ საუბრობს, რომელშიც კათოლიკური ეკლესია და მრევლი საქართველოშია .