ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს გამოედევნენ და დადგა ეს შედეგი, ბრალდებულები იყვნენ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით.
„ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებით, ანუ 6 -ვე მათგანთან მიმართებით. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერები იქნება, რომელიმე მათგანზე, ჩვენ პოზიციას მერე ვიტყვით. ახლა კი ჩვენი პოზიციაა 6-ვე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით,“ – განაცხადა ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.