„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს. რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ. განსაკუთრებით რისკის ჯგუფებს მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ, კერძოდ, მესამე დოზისკენ. ჩინურმა კვლევებმა აჩვენა, რომ 3 დოზის შემთხვევაში ექვივალენტური მნიშვნელობა აქვს სიკვდილისგან და მძიმე დაავადების დაცვის მხრივ “სინოფარმის”, “სინოვაკის” და “ფაიზერის” ვაქცინას. რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის. ეს წელი იქნება მონიტორინგი თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ გადაითარგმნება ამა თუ იმ ვარიანტის გავრცელების მასშტაბები, თუნდაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჯერ სტაბილურობა გვაქვს, მოსახლეობაც დაღლილია. რეალურად არსებულ რეკომენდაციას გარეთ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით 80-90 პროცენტი არ ასრულებდა. სასურველია ტრანსპორტში და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაცია პირნათლად შევასრულოთ”-ამბობს ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
კუმისთან მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კუმისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ღამით მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც...