,,ყველა ჭეშმარიტი მასწავლებელი დაგვემოწმება, მოსწავლის დაკარგვა შვილის დაკარგვის ტოლფასია.არის მდგომარეობა სულისა და გულისა, რომლის გადმოცემა სიტყვებს არ შეუძლია და ისღა დაგვრჩენია ,ყელში გაჩრილი ვერდატეული ცრემლის გორგალისგან რომ არ დაიხრჩო , ჩუმად მოიტირო კიდევ ერთი უდროოდ შეწყვეტილი სიცოცხლე.
……სოსო მანაგაძე, ღირსეული ახალგაზრდა, მე- 9კლასელი…
ყველა მასწავლებელი მხოლოდ მის თავდაბლობაზე , ზრდილობასა და აღზრდილობაზე საუბრობს. საუბრობენ იმაზე, რომ რაგბის სამყარომ პერსპექტიული სპორტსმენი დაკარგა. მომხდარ უბედურებაზე არანაკლებ თავზარდამცემია, რომ ვერასოდეს გავიგებთ , რატომ გაეცალა ამ ქვეყანას.
თანავუგრძნობთ მშობლებს ,მის კლასელებს, მე-9ა კლასს,დამრიგებელ ლია ნათენაძესა და ყველა მასწავლებელს, რომლებიც ასწავლიდნენ და ან არა.
სოსო მანაგაძე მარტო საკუთარ თავს, ოჯახს, სკოლასა და ახლობლებს კი არა, ქვეყანას დააკლდა.
სურათების გადაღება არ უყვარდაო და არადა სწორედ სურათის გადაღება აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო.
..ახლაც გზაში ხარ, სოსო , დედის ცრემლსა და ლოცვასთან ერთად უამრავი ადამინის ცრემლიც თან გაგყვება იმიერში.” – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა.
17 მოზარდი, სოსო მანაგაძე წყალტუბოში, მდინარემ ორი დღის წინ გაიტაცა. ადგილობრივების თქმით გბიჭი მდინარის პირას ფოტოს გადასაღებად ჩავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.
მოზარდის გაუჩინარება ოჯახის წევრებმა მალევე შენიშნეს, მისი წყლიდან გამოყვანა მამა სცადა, თუმცა ბიჭი წყლის დინებამ გაიტაცა.