17 გარდაცვლის შორის არიან დები – ხათუნა და ირმა მარუაშვილები, საუბედუროდ, ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობელი ნატალია , რომელიც იტალიაში ემიგრანტია, მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“სულ ხომ ერთად იყავით და ახლაც ერთად წახვედით იმიერ სოფელში, ჩემო გულებო. აწი, ვის დაურეკო, ხათო, ვის ვკითხო რჩევები? ვინ დამირეკვს, ვინ გამამხნევებს, ვინ მეტყვის, ნატ, ნუ გეშინია. როგორ გიხაროდათ ჩემო, დაიკოებო, საბუთს ვაკეთებ და საახალწლოდ მოვდივარ-მეთქი. თქვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ახლა სად მოვიდე, ჩემო ლამაზებო. ახლა სად დამელოდებით, ჩემო სულის და გულის ნაწილებო, ჩემო სისხლო და ხორცო. ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიყავით სულ, ჩემო დაიკოებოოო, რატომ გამამწარეთ ასე, რატომ არ დამელოდეთ. როგორ მიხაროდა ჩემს დებს ვნახავ, 5 წლის უნახავ დაიკოებს ჩავეხუტები-მეთქი. ახლა რა ვქნა უთქვენოდ, თქვენს საფლავს ჩავეხუტო მარტო? თქვენი სილამაზე მიწაში უნდა დამალოთ, ჩემო სიხარულებო, როგორ მიმძიმს უთქვენობა, რომ იცოდეთ, მიმძიმს, რომ ვერ დაგიტირებთ ახლოს, ვერ ჩაგეხუტებით საბოლოოდ, მიმძიმს იმის გაფიქრებაც, რომ ვერასოდეს შეგეხებით და ვერ მოგეფერებით. მეც მინდა თქვენთან, ჩემო ლამაზო დაიკოებო, რატომ არ დამელოდეთ, რატომ? მიყვარხარ ხათო, მიყვარხარ ირმუ, ძალიან და უზომოდ, ჩემი უდიდესი ტკივილი ხართ, რომელიც, არასოდეს განელდება, ძალიან მენატრებით”, – წერს გარდაცვლილების ახლობელი ნატალია მარუაშვილი.