“სულიც აღარ შემრჩა! მამიდას გიგა, იმედი…” – 4 სექტემბერს, ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებას 26 წლი ახალგაზრდა, გიგა გრიგალაშვილი ემსხვერპლა, რომელიც ჟურნალისტი ნინო ომანაძის ძმიშვილია.
ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა, რომელიც “მისტერ მასტერის” თანამშრომელი იყო და კლუბ “დეჟავუში” კონდინციონერს ამონტაჟებდა, ვერავინ შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, კონდინციონერის დამონტაჟების დროს დროს აფეთქდა ჟანგბადის ბალონი. მთელი დღე სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ და ტრაგედიის მიზეზებს არკვევდნენ. გამოძიება უკვე დაწყებულია.
“სულიც აღარ შემრჩა! მამიდას გიგა, იმედი…” – წერს ჟურნალისტი ნინო ომანაძე
გიგა გრიგალაშვილი თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის თანამშრომლის, ხათუნა ნოზაძის თანაკლასელის შვილი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია ოჯახმა ეს საშინელი ამბავი სწორედ მისგან შეიტყო:
“გუშინ დილით საშინელმა სიზმარმა გამაღვიძა .ბღუჯა-ბღუჯა ჩამოდიოდა თავიდან თმა,მერე სულ გადამპარსეს,არაფერი ეშველებაო,ვიცოდი რომ ცუდ ამბავს გავიგებდი, მეც მეშინია ჩემი სიზმრების,სულ მიხდება❗❗ავდექი შეშინებული,სიზმარი წყალს გავატანე,სანთელი დავ ანთე??? .მერე სანდროს მოვუყევი სიზმარი და ვუთხარი, ან მე მოვკვდები,ან საშინელებას გავიგებთქო..????მივედი სამსახურში და 4 საათზე ეს აფეთქება ფილარმონიასთან,საშინელი კადრებით???…1 გარდაცვლილიო და გულში გავიფიქრე უბედური დედამისი,ნეტა ვინ ჩაიცვა კიდევ შავი მეთქი და თურმე ჩემი მეგობრის შვილია ხალხნო,კლასელის, ვისთან ერთადაც გავიზარდე??????უკარგესი,უწესიერესი,ფეხზე მყარად დამდგარი შვილი,კარგი ვაჟკაცი, ულამაზესი, გიგა გრიგალაშვილი,რა ვთქვა არ ვიცი,როგორ მიუვსამძიმრა დედამისს არც ის ვიცი,უბრალოდ გამძლეობას ვუსურვებ❗???????????ვუსამძიმრებ ჟურნალისტ, ნინო ომანაძეს,ძმისშვილის გარდაცვალებას❗????? Nino Omanadze ეს არის გაუგონარი ტრაგედია??????ვერ ვმეტყველებ, ისე ვარ დამუნჯებული❗????????? მუცელი მეწვის სიმწრით???????” – წერს ხათუნა ნოზაძე ფეისბუკზე.