სუდანში 4217 პატიმარი გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო. მედიის ცნობით, განიხილება კიდევ დამატებით ათასობით პატიმრის ციხეებიდან გაშვება.
ინფორმაციას ,,ინტემედნიუსი” ავრცელებს .
სუდანში, ამ დროისთვის კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანამ რამდენიმე დღის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საზღვრები სრულად ჩაკეტა.