“მოძრაობა მომავლისთვის” “სტუდენტური ომბუდსმენის” თბილისში გამართულ აქციას ქუთაისში გამოეხმაურა. ორგანიზაციის დამფუძნებლებმა ლუი კაცაძემ და ბექა გელაშვილმა ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის წინ განცხადება გააკეთეს და განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართეს.
სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას აპროტესტებენ.
როგორც ბექა გელაშვილმა განაცხადა სტუდენტები 1 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის მიხედვით, სწავლის აუდიტორიებში დაწყებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით აქციების დაიწყებას აანონსებენ.
“ჩვენი მოთხოვნა არის, როგორც დაპირება იყო პრემიერ მინისტრის მიერ, რომ 1 ოქტომბრიდან აუცილებლად გაგრძელდებოდა აუდიტორიებში სწავლება, მოხდეს ამ დაპირების შესრულება და გაგრძელდება სწავლა იმ პირობებში, რაც არის ადეკვატური. აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის რომ მოგვეცეს ღირსეული განათლება, რადგან ჩვენ ვხედავთ რომ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი. ქუთაისში რამდენიმე კვირის წინ მოედანზე გაიმართა რამდენიმე ათასიანი აქცია და სტუდნტებს არ გვეძლევა განათლების მიღების საშუალება.” – განაცხადა ბექა გელაშვილმა.
“სტუდენტური ომბუდსმენის” წევრებმა აქცია დღეს განათლების სამინისტროსთან გამართეს.