LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სტუდენტები მასწავლებლის ასისტენტად მუშაობას შეძლებენ

დაპოსტა 2019/10/21-ში
199
ნახვა
გაზიარება

სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობა შეეძლებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. როგორც  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, სკოლებში მასწავლებლის ასისტენტის პრაქტიკა 2020-2021 სასწავლო წლიდან დაინერგება.

ჯაშის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე წარედგინება.

დეპუტატის ინფორმაციით, ინიციტივის მიხედვით, სტაჟირება 2 წლიანი იქნება და მსურველები აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურებას არ მიიღებენ.

„ეს არის ინიციატივა, რომელიც უაღრესად დაეხმარება ზოგადად განათლების სისტემას, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული პირები დაინტერესდნენ განათლების სისტემაში პროფესიული კარიერის დაწყებით. ჩვენ საშემოდგომო სესიის ბოლომდე, იმედი მაქვს, რომ დავარეგისტრირებთ ამ ინიცაიტივას და მომდევნო სასწავლო წლისთვის ის უკვე იქნება მიღებული,“ – განაცხადა ჯაშმა.

მისივე თქმით, წინასწარი მონახაზით, მასწავლებლის ასისტენტობა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსთამთავრებულებს შეეძლებათ.

„მათ მიეცემათ შესაძლებლობა საზოგადოებრივ საწყისებზე ანუ სტაჟირების ფორმით დაიწყონ მუშაობა მასწავლებლის ასისტენტებად და ასევე მათ მიეცემათ სკოლაში მუშაობის პერიოდში უკვე პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი. დღეს საჯარო სამსახურში თუ სხვადასხვა სამსახურებში პირველადი ნაბიჯების გადადგმა კარიერის გზაზე არის გართულებული, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა კადრებს მიეცემათ პროფესიული გამოცდილების დაგროვების საშუალება. ამ ეტაპზე საუბარია ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზე ანუ სტაჟირება, რომელიც პროფესიულ გამოცდილებად ჩაეთვლებათ განათლების სისტემაში. ვფიქრობ, 2 წლამდე იყოს სტაჟირება. ფიზიკურად დღეს არსებული ფინანსური რესურსები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიფიქროთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე. ვფიქრობ, რომ 2020-2021 სასწავლო წლიდან შევლენ სკოლაში. მასწავლებლის ასისტენტს ექნება თავისი უფლება -მოვალეობები, რომელიც გაიწერება კანონში,“ – განაცხადა ჯაშმა.

თეგები: განათლებამასწავლებელიმასწავლებლის ასისტენტი
გაზიარება82

დაკავშირებული -პოსტები

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 22, 2026
93
მთავარი

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლის დავით ხადურის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

გაუჩინარდა ტურისტული ვერტმფრენი, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა

იანვარი 21, 2026
135
მთავარი

ია­პო­ნი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ვულ­კან, ასოს მთას­თან ახ­ლოს, ტუ­რის­ტუ­ლი ვერ­ტმფრე­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და. გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორტზე 3 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმფრი­ნა­ვი სამ­შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 10:52 სა­ათ­ზე "ასო სი­ტის" ზო­ო­პარ­კი­დან აფ­რინ­და, თუმ­ცა...

დაწვრილებითDetails

პოლიციელმა იმერეთში ერთმანეთი რუსული ე.წ ქურდული სიმღერების გამო სცემეს

იანვარი 21, 2026
1.9k
მთავარი

პოლიციელმა ერთმანეთი იმერეთში მიხეილ შუფუთინსკის სიმღერების გამო სცემეს. ნათლისღების სუფრაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რესტორან "მოწამეთაში" დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მუსიკოსებს მიხეილ შუფუტინსკის ე.წ. ქურდულები შეუკვეთეს,  მეზობელ სუფრაზე მყოფი კრიმპოლის...

დაწვრილებითDetails

„რა ნუგეში ვუთხრათ გულდამწვარ დედას… “- ჭანჭათის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 21, 2026
124
მთავარი

ჭანჭათის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს ამავე სკოლის კურსდასმთავრებულის, თორნიკე ტარიელაძის გარდაცვალების გამო. „ჭანჭათის საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული – თორნიკე ტარიელაძე. თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი...

დაწვრილებითDetails

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა-პირს 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იანვარი 21, 2026
977
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და  7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

მეორადი საბურავების მაღაზიების მფლობელებმა აქცია გამართეს

იანვარი 21, 2026
876
მთავარი

აქცია ელიავაზე –  მეორადი საბურავების მაღაზიების მფლობელები ახალი რეგულაციების ამოქმედებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ დაწესებული ცვლილებები მათ საქმიანობას ფაქტობრივად აჩერებს. პროტესტის მონაწილეები განმარტავენ, რომ 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

83 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 21, 2026
480
მთავარი

83 წლის კაცი, რომელსაც მარნეულში 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას MarneuliNews ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. როგორც ცნობილია მამაკაცი სოფელ ყიზილაჯლოში 18 იანვარს სახლიდან სანადიროდ...

დაწვრილებითDetails

გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე – მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი – ივანე ჩხაიძე

იანვარი 21, 2026
33
მთავარი

იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი წევს, რომელსაც სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანება აქვს - გრიპი კვლავ დომინანტურია, 77%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე...

დაწვრილებითDetails

“უნდა აიკრძალოს ყველა სახის არომატი” – თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით ახალი ცვლილებები იგეგმება

იანვარი 21, 2026
181
მთავარი

2025 წლის, თამბაქოს მოხმარების გლობალური ზრდასრულთა კვლევის (GATS) თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: ბოლო ათწლეულში თამბაქოს მოხმარება 33%-დან 24%-მდე შემცირდა. თუმცა 9% -ანი კლების მიუხედავად, საგრძნობლად აღემატება ევროპული საშუალო დონის...

დაწვრილებითDetails

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

იანვარი 21, 2026
23
hands texting with mobile phones in cafe
მთავარი

საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი. შესაბამის ცვლილებას ზოგადი განათლების შესახებ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ძალაში შესვლაც 2026-2027 სასწავლო წელს იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».