LIVE TV
შაბათი, თებერვალი 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სტიქიის ზონიდან 447 მოქალაქეა გადმოყვანილი

დაპოსტა 2020/08/03-ში
173
ნახვა
გაზიარება

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში ეფექტური მუშაობის ფონზე მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან იუწყებიან. მათივე ცნობით, რაჭის მაღალი ძაბვის ქსელი სრულად აღდგენილია, რჩება მცირე ლოკალური დაზიანებები, რომელიც ხვალ შუადღემდე სრულიად აღმოიფხვრება.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ლაგვანთასა და მაჟიეთში ადგილზეა მიტანილი ხიდის კონსტრუქციები, ხვალიდან ხიდის სექციების შედუღების სამუშაოები იწყება.

„ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობისა და ადგილზე შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის კოორდინირებული მუშაობის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროის მონაცემებით, 29 ივლისიდან დღემდე სტიქიის ზონიდან 447 მოქალაქეა გადმოყვანილი, გადაყვანილი კი 21. საჭიროებიდან გამომდინარე სოფლებში: გლოლა, ხიდეშლები, მაჟიეთი, ჭიორა ექიმები შეიყვანეს.

სტიქიის დროს ელექტროენერგია 14 სოფელს შეუწყდა, ამ ეტაპის მონაცემებით, ელექტროენერგია აღდგენილია და 10 სოფელს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. დარჩენილ 4 სოფელში აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ ღებს დენი გენერატორის მეშვეობით საათობრივად მიეწოდება. ელექტროენერგია აღდგა შემდეგ სოფლებში – ნაკიეთი, ფარავნები, გომი, ჯინჭვისი, ნიგავზები, საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ბორცო, ხიდეშლები, ელექტროენერგიის გარეშე კი ამ დროისთვის, გლოლა, შოვი, ჭიორა და ღებია დარჩენილი.

სტიქიის შედეგად საავტომობილო გზები 16 სოფელში იყო დაზიანებული. დღეის მონაცემებით 11 სოფელში გზა რეაბილიტირებულია, 128-ე მაგისტრალზე, უწერა-გლოლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,უგზოოდ რჩება 5 სოფელი -მაჟიეთი, ხიდეშლები, გლოლა,შოვი,ჭიორა, ღები..სოფელ მაჟიეთსა და ხედეშლებში მდინარე საკაურასა და ბოდეურაზე მოეწყობა ერთი ცალი სარმის დროებითი ხიდი,რომლის დამონტაჟებისთვის ერთი კვირაა საჭირო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საგანგებოდ შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი მუდმივ კონტაქტში იმყოფება დაზარალებულ მოსახლეობასთან, საჭიროებებს ეცნობა და შესაბამის დახმარებას ახორციელებს.

„ამ დროისთვის სტიქიის ზონაში დაზარალებულ სოფლებში დარიგდა 670 სასურსათო კალათა და 1295 პური. ასევე ხვალიდან ფრენების აღდგენის შემთხვევაში მოძრავი მაღაზიების მეშვეობით ხალხს საჭირო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები მიეწოდება“, – ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება69

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
25
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
16
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
11
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
747
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
59
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».