არსებობს ასეთი შეხედულება, რომ ბავშვებს ქცევითი სტერეოტიპები არ უნდა მივცეთ, იმიტომ რომ სტერეოტიპი ცუდია და მაგალითად, სქესი საერთოდ თვითონ უნდა აირჩიოს, როცა გაიზრდება. ამას რატომ ვეუბნებით, ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, იმიტომ რომ არც ფსიქოლოგიაა გათვალისწინებული და არც თავისებურებების მექანიზმები.
ჯერ ერთი, ძალიან ბევრმა არ იცის, საერთოდ სტერეოტიპი რა არის; „სტერეოტიპი“ სალანძღავად არ არის გამოგონილი, სტერეოტიპი არის ფსიქიკის ფუნქცია, ადაპტაცია მოახდინოს გარემოში; თქვენ რომ სტერეოტიპი არ გქონდეთ, ეს ნიშნავს, რომ იმაზე რომ გითხარით, კარია, მერე უნდა გამოგყვეთ და მეორე კარზეც გითხრათ, რომ ესეც კარია და მერე გდიოთ და სადაც მას დაინახავთ, უნდა გეძახოთ, რომ კარია.
სტერეოტიპი არის ეკონომიური მდგომარეობა – რომ ამაზე ინფორმაცია მაქვს და შესაბამისად ვიქცევი, რადგანაც გარკვეული ცოდნა მაქვს. ვისაც სტერეოტიპები არ აქვს, წარმოიდგინეთ, რომ მას ფსიქიკური დარღვევა აქვს; ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი თავიდან უნდა ვიკითხო;
მეორე მომენტი – თუ ჩვენ სტერეოტიპს არ მივცემთ სქესის ნიშნის მიხედვით, კი ბატონო ნუ მივცემთ; ჯერ ერთი, როგორ წარმოგიდგენიათ სახლში ბავშვს არ ვაძლიო სტერეოტიპი; ესე იგი ქცევის მოდელები სხვადასხვა უნდა ვახორციელო. ეს ნიშნავს იმას, რომ ხან ჩემმა მეუღლემ უნდა მოუშვას წვერი და შემოვიდეს შარვლით და სხვა შემთვევაში ის ხომ ხედავს, მე როგორი ვარ და შესაბამისად უყალიბდება გარკვეული ცოდნა;
რანაირად უნდა მოვახერხო, რომ ბავშვს სტერეოტიპი არ მივცე, ეს აბსოლუტური აბსურდია, რაზეც საუბრობენ და მესამე – ბავშვი ელოდება თქვენგან ქცევის მაგალითს; თუ ეს მაგალითი არ მიეცი, ის ვერ სწავლობს, ანუ კოგნიტური პროცესი, ინფორმაციული პროცესი მისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა ბევრი იკითხოს, არ არის საკმარისი ვუმეოროთ – წიგნები იკითხე! ის უნდა ხედავდეს, რომ ჩვენც კითხულობთ და ამას ბავშვი მიიღებს; ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ქცევითი მოდელები.
წყარო : https://azrovnebisakademia.ge