სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის კონტაქტების რაოდენობაც საგრძნობლად დიდია, პირველ განცხადებას აკეთებს.
ის ბოდიშს უხდის ყველა იმ პირს, რომელიც ამ ფაქტის გამო კარანტინშია. კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი აღნიშნავს, რომ ყველა ინფორმაცია, რაც ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება და კონტაქტი სულ 16 ადამიანთან ჰქონდა, ხოლო აქედან მჭიდრო – მხოლოდ 4-თან.
მისი განცხადებით, ის არ ყოფილა ჩხოროწყუს რაიონში და არც მოგზაურობის ისტორია ჰონდა. სპორტსმენი აღნიშნავს, რომ მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.
rustavi2.ge