LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

დაპოსტა 2025/06/24-ში
A A
166
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ. დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები, სისტემატურად აორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას – მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე; ასევე, ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა, თუ სხვა მეთოდებით. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ჩვენი თანამშრომლების მიერ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვენ მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა გელა გელაძემ ბრიფინგზე.

გაზიარება66

დაკავშირებული -პოსტები

ზესტაფონის მერი და მოადგილე კლინიკაში არიან – ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას?

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
ზესტაფონის მერი და მოადგილე კლინიკაში არიან – ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას?
მთავარი

ზესტაფონის  მერის მოვალეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ვახტანგ ღამბაშიძე შეასრულებს. ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა ფეხზე დაზიანებები მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში მკურნალობს. ასევე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება მისი მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი. აღნიშნულ  შემთხვევამდე...

დაწვრილებითDetails

გაზის მიწოდება დროებით შეწყდება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

თბილიში , მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ საშუალო წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 10 ივლისის 22:00 საათიდან 11 ივლისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება 5700 აბონენტს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს
მთავარი

ევროკავშირი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომში უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ თანხები მოიცავს 1.8 მილიარდ ევროს სესხს...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს ხვალ

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7174 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002...

დაწვრილებითDetails

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა
მთავარი

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გიორგი მამალაძის მიერ წარდგენილი მეორე საჩივარიც წარუმატებელი გამოდგა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მომჩივნის მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი პირველი საჩივარი ეხებოდა მის მიმართ გამოტანილ...

დაწვრილებითDetails

კიბორჩხალამ ვლოგი გადაიღო მობილურზე, რომელიც ტურისტს ზღვაში ჩაუვარდა

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
კიბორჩხალამ ვლოგი გადაიღო მობილურზე, რომელიც ტურისტს ზღვაში ჩაუვარდა
მთავარი

ტუაფსეში საპაზე გასეირნების დროს ტურისტს მობილური წყალში ჩაუვარდა და ის კიბორჩხალას თავზე დაეცა. შავი ზღვის მკვიდრს, როგორც ჩანს, არ მოეწონა უეცარი შემოჭრა: დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ის გულმოდგინედ „ჩხვლეტდა“ ეკრანს კლანჭით, თითქოს...

დაწვრილებითDetails

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ჭარალის" დასაცავ მონაკვეთზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1974 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1983...

დაწვრილებითDetails

რობოტმა ქირურგების მითითებებით ოპერაცია წარმატებით ჩაატარა

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
რობოტმა ქირურგების მითითებებით ოპერაცია წარმატებით ჩაატარა
მთავარი

რობოტული ქირურგია ახალ ეტაპზე გადავიდა. ცოტა ხნის წინ რობოტმა ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაცია წარმატებით ჩაატარა. ის ქირურგების მითითებებს უსმენდა და შესაბამისად მოქმედებდა. რობოტს ოპერაციისას მოულოდნელი სიტუაცია შეექმნა, რომელზეც სწორი რეაგირება მოახდინა. "ეს...

დაწვრილებითDetails

10 ივლისი რევაზ ლაღიძის დაბადების დღეა

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
10 ივლისი რევაზ ლაღიძის დაბადების დღეა
მთავარი

დღეს დიდი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის დაბადების დღეა. განუსაზღვრელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე. მისი ქმნილებები ქართული მუსიკალური ხელოვნების უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს და საყოველთაო აღიარებითა და სიყვარულით სარგებლობს მსმენელში. კომპოზიტორის...

დაწვრილებითDetails

სოც.მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი 3 472 ლარი ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 10, 2025
0
სოც.მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი 3 472 ლარი ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"