ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაციის დროს სავარაუდოდ, დაკავებულია ორი პირი.
თვითმხილველების ინფორმაციით, “BMW”-ს მარკის ავტომობილი გადაადგილების დროს გააჩერეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მაქანა გაჩხრიკეს. სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული – დოლარის და ლარის კუპიურები.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.