სოციალური ქსელი Instagram ამოწმებს ახალ ფუნქციას, რომლის წყალობით მომხმარებლები პუბლიკაციების გაკეთებას კომპიუტერიდან შეძლებენ. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, კრისტინ პაიმ განაცხადა.
“ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი Instagram-ში კომპიუტერიდან შედის. ამ პროცესის სრულყოფისთვის, ჩვენ პერსონალური კომპიუტერის ბრაუზერით შეტყობინებების შექმნის შესაძლებლობას ვტესტავთ”, – განაცხადა პაიმ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დარგის კონკურენციის პირობებში პლატფორმის განვითარების მასშტაბური გეგმის ნაწილია.