სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ღვინეფაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ასაკოვანი ცოლ-ქმარი მათ შვილთან ერთად უკვე წლებია რკინიგზის მიტოვებული შენობის ორ ოთხს არიან შეფარებული, მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ კი სოცილაური დახმარების მოხსნის შემდეგ ჯართის შეგროვებიდან შემოსული ფული დარჩა. ჯართის შეგროვებას კი ხშირად ვერ ახერხებენ, ასეთ შემთხვევაში ოჯახს კეთილი მეზობლების იმედად უწევს ყოფნა. ასეთია ცხოვრება ღვინეფაძეებისათის უკვე წლებია.
გაჭირვება ოჯახს მას შემდეგ დაატყდა თავს, რაც ამირან ღვინეფაძეს მანქანა დაეჯახა. ახლა ოჯახის შემოსავლის უმეტესი ნაწილი სწორედ მისი წამლების შესყიდვას ხმარდება. ბინა გაყიდეს და ახლა სწორედ ამ ორ ოთახს აფარებენ თავს.
როგორც ოჯახის დიასახლისი ტატიანა ღვინეფაძე განმარტავს დახმარება სოციალურმა სამსახურმა 2017 წლიდან იმ მოტივით მოუხსნა რომ, შრომის უნარიანები არიან და დიდ ფართში ცხოვრობენ. ისინი სწორედ ამ მოხსნილი დახმარების აღდგენას ითხოვენ:
„ბევრი არაფერია, მაგრამ იქნება წამლების ყიდვაში მაინც დამეხმაროს რომ გაჭირვებით ნაშოვნი ფულით ლუკმა პური ვიყიდო“ – განაცხადა ტატიანა ღვინეფაძემ.