ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მოზარდის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არასრულწლოვანს არ იპოვიან.
გუშინ დამწყრილ ტერორიაზე 20 საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ნაპოვნია ცოლ-ქმარის ცხედარი, ასევე მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი.
პარალელურად სამძებრო სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზე მიმდინარეობს, სადაც მამაკაცი არის გაუჩინარებული. არსებული ინფორმაციით, მდინარის მიერ წაღებული მსუბუქი ავტომობილიდან ერთმა ადამიანმა გადასვლა შეძლო, ხოლო მძღოლი გაუჩინარდა.