იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სოფელ ღვანკითში კორონავირუსზე 8 ნიმუში იყო აღებული, საიდანაც 2-ის შემთვევაში ანტისახეულებზე ჩატარებული კვლევით დადებითი ფიქსირდებოდა.
მისივე თქმით, აღნიშნული 2 პირიდან ერთის შემთხვევაში დადებითი აჩვენა PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ, დღის ბოლომდე კი მეორე პირის ტესტის პასუხიც გახდება ცნობილი.
„ინფიცირებულებს რაც შეეხება, ახალი შემთხვევები არ გვაქვს. უბრალოდ, ღვანკითში რაც ავიღეთ, რასაც ვამბობდით, რომ სავარაუდო დადებითი იყო, ეს უკვე დადასტურდა ერთის შემთვევაში pcr მეთოდით და მეორეს შემთხვევაში დღეს გვეცოდინება ზუსტი პასუხი. ღვანკითიდან ჯერ-ჯერობით სხვა პასუხებს არ ველოდებით, რადგან კონტაქტები რაც იკვეთებოდა, ყველა შესწავლილია და რომელიც ეჭვს ბადებდა, ანალიზიც აღებულია, თუ კიდევ რაიმე კონტაქი გამოიკვეთა, თავისთავად ავციღებთ ნიმუშებს, სხვა მუნიციპალიტეტებში ამის არანაირი საჭიროება არ გვაქვს. სიმშვიდეა და ერთდაერთ ცხელ წერტილად გვრჩება ღვანკითი,“- განაცხადა შალამბერიძემ.