ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში, მდინარე მეჯინისწყალში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ეძებენ. როგორც ადგილობრივებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მსუბუქ ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მდინარემ წაიღო. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმა მანქანიდან გადმოსვლა შეძლო, ხოლო მეორე მანქანასთან ერთად დინებამ წაიღო.
ავტომობილი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარედან ამოიტანეს, თუმცა მანქანაში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იმყოფებოდა.