სოფელ რუისში 25 წლამდე ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მესამე სკოლასთან დაიწყო, რის შემდეგაც ბიჭი მალევე დაჭრეს.
ის გორის კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. კლინიკის ცნობით, 25 წლამდე ბიჭს მხრის არეში ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უკვე გაუწიეს და სახლში გაწერეს.