წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის დღეს იმერეთში გამოვლენილი შემთხვებიდან ერთ-ერთია. ინფორმაციას ადასტურებს წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი. ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა ვირუსზე პირველადი ტესტი გუშინ ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. მეორე ტესტის პასუხს ელოდებიან.
ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების დაზუსტება.