სოფელ მათხოჯში ავარია მოხდა. შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც ავტომობილს მართავდა. ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა. ნისანის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრული პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.