სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესასებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კიდევ ოთხი მოწამლული მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება.
სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, ანუშ ჰარუთინიანმა სააგენტო Armenpress-ს განუცხადა, რომ პირველადი ვერსიით, ქალაქ არმავირში მოქალაქეები კუსტარულად დამზადებული არყისგან მოიწამლნენ.
„არყის სავარაუდო მწარმოებელი დაკავებულია. გასაყიდად გამზადებულ პარტია კონფისკირებულია,“- განაცხადა ჰარუთინიანმა.
მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტმა ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მიმდინარეობს გამოძიება.