სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ, თუ ქვეყანა დაინახავს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს, ის მას ხელიდან არ გაუშვებს.
„თუ ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მეტ-ნაკლებად რეალურ შესაძლებლობას დავინახავთ, მათ შორის გავუმკლავდებით იმ შესაძლო საფრთხეებს, რაც ამ გზაზე დაგვხვდება, ჩვენ ამ მომენტს ხელიდან არ გავუშვებთ“, – თქვა ფაშინიანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთთან. ფაშინიანის აზრით, სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან გამჭვირვალე უნდა იყოს.