LIVE TV
ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სოზარ სუბარი სააკაშვილსა და ივანიშვილზე – არაკეთილსინდისიერებაა, ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნისთვის

დაპოსტა 2021/03/27-ში
225
ნახვა
გაზიარება

არაკეთილსინდისიერებაა, ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.

სუბარის თქმით, ვინც მსგავს შედარებებს აკეთებს „ან არ იცის საქართველოში არსებული ვითარება ან ნაკლებად კეთლსინდისიერია მსგავს განცხადებებში და შეგნებულად ახდენს სიტუაციის დრამატიზებას“.

„ვითარება არის შემდეგი: სააკაშვილი უბრალოდ არ არის საქართველოს მოქალაქე, მისჯილი აქვს რამდენიმე საქმეზე, რამდენიმე საქმეზე მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, ყოველ დღე ვხედავთ, რომ ზის ტელევიზორში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის და არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, პრაქტიკულად მოუწოდებს საქართველოში დესტაბილიზაციისკენ, აჯანყებისკენ და არეულობისკენ. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დაამკვირდა ელიტური, სისტემური კორუფცია, ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა სისტემური წამება. არ მეგულება მსოფლიოში მაგალითი, რომ სისტემური წამების დამამკვიდრებელი ადამიანები პოლიტიკაში რჩებოდნენ. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა მართლმსაჯულების გვერდის ავლით ლინჩის წესით ანგარიშსწორება, ქუჩაში დახვრეტა, იმ ადამიანის მოტაცებები, ვინც არ მოსწონდათ, მათი ცემა, მკვლელობები. მარტო გირგვლიანის, კობა დავითაშვილის და ვალერი გელაშვილის საქმე იკმარებდა. აქედან ორ საქმეზე განაჩენიც არის დამდგარი კონკრეტულად სააკაშვილის მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელმაც სისტემური ხასიათი მისცა ბიზნესის ტერორს, მან დაამკვიდრა მედია ტერორი საქართველოში. „იმედი“, „იბერია“ – ყველაზე მკაფი მაგალითები, სადაც ავტომატებით გადაცხრილეს ტელევიზიები და ჟურნალისტებს სცემეს“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მეორე მხარეს დგას ადამიანი, რომელმაც ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის პრეცედენტი შექმნა.

„ამ ადამიანმა არჩევნების გზით, მშვიდობიანად და ჩვენს მეგობრებთან ერთად, აიძულა სააკაშვილი, რომ დაეთმო ხელისუფლება, რასაც ის არ აპირებდა და რაც აღიარეს რამდენიმე დღის წინ ამერიკის სენატის წევრებმა. ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში, ეს არის ადამიანი, რომელმაც გაათავისუფლა ბიზნესი და მედია ტერორისგან და შექმნა თავისუფალი მედია გარემო. ეს არის ადამიანი, რომლის პერიოდშიც მის მიერ შექმნილმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროპასთან ასოცირებას. ბოლოს ეს ადამიანი გავიდა პოლიტიკიდან, დაგვიტოვა მემკვიდრეობა. ეს მემკვიდრეობა არის მართლა თავისუფალი პოლიტიკური გარემო და მეორე მემკვიდრეობაა მთელი მისი ქონება, რომელიც მოახმარა და დაუტოვა ქვეყანას. დღეს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს ორი ადამიანი დავაყენოთ საპირწონედ არის არასწორი – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნისთვის და ადამიანი, რომელმაც გაყიდა ეს ქვეყანა. გაყიდვის ყველაზე მკაფიო მაგალითია, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისმა გუნდმა ხელი მოაწერა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. ამის შემდეგ სააკაშვილი იძლეოდა ინტერვიუებს, საქართველოს არაფერი დაუკარგავს ქვაღორღიანი ადგილების გარდაო“, – განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის”, – თქვა კუბილიუსმა “ფორმულას” ეთერში.

წყარო :

გაზიარება90

დაკავშირებული -პოსტები

რომში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 10, 2025
338
მთავარი

რომში საცხოვრებელ ბინაზე ქურდობის მცდელობისთვის ორი ქართველი დააკავეს. რომში სამართალდამცველებმა ორი ქართველი მოქალაქე დააკავეს საცხოვრებელ სახლში შეღწევის მცდელობის ბრალდებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, 35 და 42 წლის მამაკაცები მაშინ აიყვანეს, როცა ბინის...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის კურსი 11 დეკემბრისთვის

დეკემბერი 10, 2025
62
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001...

დაწვრილებითDetails

როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook-ზე და როგორ დავიცვათ ანგარიში

დეკემბერი 10, 2025
44
მთავარი

სოციალურ ქსელში ჩვენი ანგარიშები საკმაოდ დიდ პირად ინფორმაციას იტევს, აქტივობა იქნება ეს, კავშირები თუ მიმოწერები. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ანგარიშზე ვინმე სხვასაც შეიძლება ჰქონდეს წვდომა, ამის შემოწმება მარტივად არის...

დაწვრილებითDetails

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს – კობახიძე

დეკემბერი 10, 2025
83
მთავარი

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს - განაცხადა „ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. საქმე ეხება „ეხო კავკაზას“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ტვირთების გადაზიდვისთვის ენგურის...

დაწვრილებითDetails

განადგურებული ბორჯომის ბაზრობის ნაცვლად თანამედროვე სავაჭრო სივრცის აშენება იგეგმება

დეკემბერი 10, 2025
41
მთავარი

მიმდინარე წლის მაისში დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც 15 000 კვ.მ.-ზეა განთავსებული თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო სივრცე აშენდება, სადაც ყველა დაზარალებული შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ამის შესახებ  ბაზრობის მფლობელი კომპანია GRDC Holding-ის...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე ახალ “საბაჟო ტერმინალს” აშენებს

დეკემბერი 10, 2025
40
მთავარი

ოკუპირებულ სოხუმში პირველად გაამხილეს პროექტის მიზანი, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სპეკულაციის საგანი იყო – “ეხო კავკაზას” ცნობით, ტრანზიტული და ლოჯისტიკის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და “აფხაზეთში მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის...

დაწვრილებითDetails

ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება

დეკემბერი 10, 2025
900
ეკონომიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დათქმა...

დაწვრილებითDetails

განათლების სამინისტრო რეფორმის თაობაზე შეხვედრების დაწყებას გეგმავს

დეკემბერი 10, 2025
13
მთავარი

მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,...

დაწვრილებითDetails

სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, უგონოდ სისხლდენით ეგდო – როგორია წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელის მდგომარეობა

დეკემბერი 10, 2025
162
მთავარი

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს ლევან კვარაცხელიას ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახბე ინფორმაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია  წერს. "გადარჩა! ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საია

დეკემბერი 10, 2025
18
მთავარი

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ 2025 წელს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».