სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სიძის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ცოლის ძმა დააკავა.
დაკავებული 1996 წელს დაბადებული პირია, რომელსაც უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.
არსებული ინფორმაციით, სიძე ცოლის ძმამ ცულით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა 6 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.