ჯაბა ბოჯგუა, რომელიც წლები კომაში იყო, გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერლის დედა ავრცელებს.
”ამ დღის სულ მეშინოდა…..
ჯაბა აღარ მყავს…..
შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი………..
სიცოცხლე შენს გამო მინდოდა…..
ჯაბა ………….ჩემო ერთადერთო…….”
ცნობისთვის, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 12 წელია უკვე კომაშია. მას დედა, მანანა გვასალია და 86 წლის ბებო უვლის, რომელიც შვილიშვილის დასახმარებლად ზოგჯერ ქუჩაში მოწყალებასაც ითხოვს.
ჯაბა ბოჯგუას გულის პრობლემები ბავშვობიდან აწუხებდა, 9 წლის წინ, ის დააპატიმრეს და გულის შეტევა ციხეში მოუვიდა. ციხის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს და კომაში ჩავარდა. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.