ხელისუფლების შეთავაზება 28-29 მარტს მოქმედებს.
ამ ინიციატივის ფარგლებში, აცრა უკვე გაიკეთა მეზობელი მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბოსნიის ათასობით მოქალაქემ.
ამ შეთავაზების გამო, სერბეთის სასაზღვრო პუნქტებზე გრძელი რიგებია. რიგებია ასევე ბელგრადის ბაზარზე, სადაც ვაქცინაციის პუნქტებია განთავსებული. სულ ბელგრადში აცრაზე დაახლოებით 10,000 უცხოელი ჩავიდა.
სერბეთში, შვიდი მილიონი მოქალაქიდან, ვაქცინა უკვე გაიკეთა ორმა მილიონმა.
ამას გარდა, სერბეთი იმუნიზაციის ტემპით უსწრებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და რუსეთსაც…
ამ დროისთვია სერბეთში ხელმისაწვდომია ოთხი ვაქცინა. ესენია: ფაიზერი, ასტრაზენეკა, რუსული სპუტნიკი და ჩინური სინოფარმი.