“საჯარო მონაცემებთან მუშაობა ხელისუფლების საქმიანობის ეფექტური კონტროლისთვის” – აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ტრენინგი გაიმართა.
როგორ აღმოვაჩინოთ და გადავამოწმოთ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში?
როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა?
როგორ მოვიპოვოთ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია? – შეხვედრის მონაწილეებმა ყველა ამ კითხვაზე მიიღეს პასუხი.
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ მოეწყო. IDFI დღეს უკვე საერთაშორისოდ არის ცნობილი, როგორც ღია და დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია.