საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ მედიისათვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას ქუთაისის სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 20-21 მარტს ბორჯომში გამართულ ტრენინგზე ჟურნალისტებმა მენტორებთან ერთად განიხილეს თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმა, რა ხარვეზები არსებობს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე, რა გამოცდილებას გვაძლეს ევროკავშირი და როგორ ასრულებს რეფორმას საქართველო, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილია. საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანია საჯარო მოხელის პოლიტიკური ზეგავლენისაგან გათავისუფლება და პროფეისული, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. ტრენინგზე განსახილველ თემებს შორის ასევე იყო საჯარო სერვისები, კანონი საჯარო მმართველობის შესახებ და ანგარიშვალდებულება. ტრენინგი რეგიონალური ინიციატივების ცენტრ “ნათელი მომავლის” მიერ, პროექტ “PAR-ის მონიტორინგი საზოგადოების ინფორმირებულობის გზით ” ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დაფინანსებულია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, მცირე გრანტების ფარგლებში.
კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს
„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...









