,,მერიამ საბინაო სამსახურთან გადაგვამისამართა, საბინაო სამსახურმა უარი გვითხრა”- ამბობს ქუთაისის ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევის ნომერ 8 ბინის მცხოვრები და შველას ითხოვს.
კორპუსს სახურავი ძლიერმა ქარმა გადახადა. მოქალაქეებმა დახმარებისათვის ჯერ მერიას , ხოლო შემდეგ მედიას მიმართეს.