LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას არ იზიარებს

დაპოსტა 2025/05/23-ში
18
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას არ იზიარებს. აღნიშნული ინსტიტუციის შენარჩუნების საჭიროებაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თათული თოდუამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც “ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.

როგორც თოდუამ აღნიშნა, საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სერიოზულ გამოწვევად და პრობლემად რჩებოდა, ხოლო ამ მიმართულებით წარმოებულ გამოძიებებს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კომპონენტი აკლდა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებები არაერთხელ იქნა შესწავლილი და ასეთ საქმეებზე პროკურატურის გამოძიება კრიტიკას ვერ უძლებდა.

“სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სჭირდებოდა გაძლიერება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების პროკურატურისგან დამოუკიდებლად ჩატარების უფლებამოსილება ჰქონოდა. ასევე ვფიქრობთ, რომ ის დანაშაულები, რომელიც ამ უწყებას 2022 წლიდან მიეკუთვნა, მის მანდატს ამძიმებდა და მისი რესურსების არასწორი მიმართულებით გადართვას იწვევდა. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ ეს უწყება ფოკუსირებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე და არა ისეთ დანაშაულებზე, რომელიც მას შემდგომ დაემატა – იყო ეს ოჯახური დანაშაული თუ კერძო პირების მიერ ჩადენილი სხვა დანაშაული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ნაცვლად, უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა თათული თოდუამ სახალხო დამცველის სახელით.

პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, ხორციელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია. ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც აღნიშნული სამსახურის ქვემდებარეობის ქვეშ მიმდინარეობდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში გაზის ბალონი აფეთქდა

დეკემბერი 17, 2025
0
მთავარი

ქუთაისში გაზის ბალონი აფეთქდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით დაშავებულები სავადმყოფოში გადიაყვანეს. "საშინელი ხმა ჰქონდა , გორის ქუჩაზე გაზის ბალონი აფეთქდა . " " გაზია აფეთქებული არიან დაშავებულები გადაიყვანეს"...

დაწვრილებითDetails

ქურდობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

დეკემბერი 17, 2025
219
მთავარი

ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპრტში კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი მოხდა . ამის შესახებ მოქალაქე ფეისბუქ გვერდ "სიახლე ქუთაისში • News in KuTaisi" წერს. კეთილო ადამიანებო დღეს 25 ნომერში მოიპარეს საფულე შიგნით დევს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს

დეკემბერი 17, 2025
32
მთავარი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება - საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს...

დაწვრილებითDetails

ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით- ალექსანდრე დარახველიძე

დეკემბერი 17, 2025
23
მთავარი

სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან - ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან,...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

დეკემბერი 17, 2025
70
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდარღვევები დაფიქსირდა წყალტუბოს, ოზურგეთის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური...

დაწვრილებითDetails

„ისევ დადუმდა ლანჩხუთი…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

დეკემბერი 17, 2025
553
მთავარი

სოციალურ ქსელ „ლანჩხუთში“ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება: „ჩვენი შაკო ზენაიშვილი დააკლდა ლანჩხუთს... უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას“ ,- წერს ჯგუფის დამფუძნებელი.

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 17, 2025
36
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული მ.ი., 2001 წელს დაბადებული ჯ.ა., 1998 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 17, 2025
29
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს ” – დავით მათიკაშვილი

დეკემბერი 17, 2025
9
მთავარი

ეს არის არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითი, რაც კაია კალასმა საზოგადოებას აჩვენა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია...

დაწვრილებითDetails

“თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი” – კობახიძე

დეკემბერი 17, 2025
31
მთავარი

თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის „დამსახურებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».