საჩხერის სამედიცინო ცენტრის 4 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა განაცხადა.
მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოში საეჭვო პაციენტი არ ჰყავთ. ახლა კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 1 პაციენტი მკურნალობს. ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და შესაძლოა რამდენიმე დღეში კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.
ამ დრომდე სამედიცინო ცენტრში ექვსმა პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა.
imedinews.ge