ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
“ერთი ცოცხლად ჩაიწვა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. როგორც ამბობენ, გარდაცვლილი სავარაუდოდ, ზუგდიდის მკვიდრია”
ტრაგიკული შემთხვევა 30 აპრილს მოხდა.