ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე, საქართველოს სახელით, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს. ოჯახური დრამა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიც ემიგრაციაში წასული ქართველებია. ამერიკაში, თამაშდამოკიდებული შვილის გადასარჩენად ჩასული მამის მთავარ როლს, ლეგენდარული ქართული მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. „მეოთხე ბრაიტონისთვის“ სცენარი ბორის ფრუმინმა დაწერა. ფილმის დამდგმელი ოპერატორი კი, „ოსკარზე“ საუკეთესო კინოოპერატორის ნომინაციაში ორგზის ნომინირებული ფედონ პაპამაიქლია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის მისვლას ხმაური მოჰყვა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მივიდნენ. ბესელიასა და...