LIVE TV
კვირა, ნოემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველო სახიფათო ჩიხში იმყოფება, რომელიც რისკს უქმნის ყველაფერს – დემოკრატიის გადატვირთვის დროა – ტომას ჰენდრიკ ილვესი და კურტ ვოლკერი

დაპოსტა 2021/02/20-ში
21
ნახვა
გაზიარება

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ საქართველო სახიფათო ჩიხში იმყოფება და აუცილებელია, ქართველი პოლიტიკური ლიდერები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

„საქართველო იმყოფება სახიფათო ჩიხში, რომელიც რისკს უქმნის ყველაფერს, რის მისაღწევადაც ქვეყანამ ამდენი იბრძოლა. ისტორიამ და უახლესმა ისტორიამაც, აჩვენა, რომ დემოკრატია მყიფეა. მხოლოდ ერთი მარცხი და ხანგრძლივი და რთული ბრძოლაა საჭირო მის უკან დასახევად. რთულად მოპოვებული გამარჯვებები მუდმივია არაა, დემოკრატია მუდამ დაცული უნდა იყოს.

ჩვენ ორნი, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერები და მეგობრები, ვიცავდით საქართველოს დასავლურ მოწოდებას და ქვეყანას მხარს ყველაზე რთულ დროსაც კი ვუჭერდით. დღეს ჩვენ ვწერთ იმისთვის, რომ ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ ქართულ დემოკრატიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს ხალხი იმსახურებს წინსვლას და არა გამოუვალ ჩიხში ყოფნას,“ – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორები წერენ, რომ ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას დამსახურება უნდა, ნატო-ს არც ერთ მთავრობას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ახალ წევრ სახელმწიფოს, რომლის დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უნარი და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის ამ მაღალი მისწრაფებების მისაღწევად.

„როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში ბევრი ამ ჩიხს სიხარულით, კმაყოფილებით უყურებს. ხელისუფლებები სიამოვნებით ელოდებიან დემოკრატიაში კიდევ ერთი ექსპერიმენტის დანახვას, ოცნებობენ საქართველოს „მართული დემოკრატიული ქვეყნების“ ოჯახში დაბრუნებაზე. დასავლეთში ზოგიერთები, რომლებიც მკაცრად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ”ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში” ინტეგრაციას, საქართველოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას იმის სათქმელად, რომ “თქვენ არ გეკუთვნით ჩვენთან ყოფნა“. ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს გულში აქვთ თავისუფლება. მათ სურთ იყვნენ მსოფლიოში სხვა თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს შორის. მათ სურთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა და კარგი მმართველობა. საქართველოს ხვედრი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. არ გვეგულება ერთი ქართველი ოპოზიციაში ან მთავრობაში, რომელიც ამას არ ეთანხმება. თუმცა, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას დამსახურება უნდა. გარესამყაროსთვის საქართველო უიმედოდ გაყოფილ, მოუმწიფებელ დემოკრატიად და ეკონომიკად ჩანს, რომელიც პრაიმ თაიმისთვის მზად არ არის. ნატო-ს არც ერთ მთავრობას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ახალ წევრ სახელმწიფოს, რომლის დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უნარი და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განმარტებისთვის: ეს არ არის ხელისუფლების ან ოპოზიციის კრიტიკა. უფრო მეტიც, ეს არის მოწოდება, ორივემ მოძებნოს ერთმანეთთან საუბრის საშუალება ყველა ქართველის ინტერესებისთვის, მიუხედავად იმისა, ის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, სხვისი, თუ საერთოდ არავისი. ქართველ ხალხს აქვს ძალიან ძლიერი იდენტურობის გრძნობა და საქართველოს ადგილი მსოფლიოში. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის ამ მაღალი მისწრაფებების მისაღწევად, მაშინაც კი, თუ ისინი გარკვეულ საკითხებში ვერ თანხმდებიან,“- აღნიშნულია სტატიაში.

ტომას ჰენდრიკ ილვესი და კურტ ვოლკერი წერენ, რომ ქართველმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და საჭიროა გადატვირთვა.

„პრემიერ-მინისტრის გადადგომით, ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრების შესაძლებლობით, საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის პროცესზე შეთანხმების მიუღწევლობით და ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით იმის გარეშე, რომ სამართლიანად დადგინდეს, მოხდა თუ არა რამე არასწორად ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროს, საქართველო ჩიხშია შესული და ეს აზიანებს ქვეყანას საზღვარგარეთ. ორივე მხარემ უნდა გადადოს წარსული მოთხოვნები და ახლებურად შეხედოს რა სჭირდება ქვეყანას მომავალში. თუკი ამგვარი დიალოგის ფასილიტატორობა შეგვიძლია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ თავად ქართველმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და საჭიროა გადატვირთვა“, – აღნიშნულია სტატიაში.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

მცირეწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარედგინა

ნოემბერი 15, 2025
207
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ მომხდარ ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს თბილისში ძიძამ 1 წლისა და 6 თვის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა. გამოძიების მასალებით დადასტურდა, რომ...

დაწვრილებითDetails

“ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ” – ტრამპი

ნოემბერი 15, 2025
75
მთავარი

ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ბირთვული ქობინების აფეთქებას, აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხისგან თავი შეიკავა. „არ მსურს ამის...

დაწვრილებითDetails

„ფეიკ ნიუსი“ გავრცელდა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ” – კალაძე

ნოემბერი 15, 2025
86
მთავარი

როგორ შეიძლება, ეკლესიის მშენებლობას შევეწინააღმდეგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისში ტაძრის მშენებლობის დაწყება მერიასთან შეთანხმების გარეშე დაწყებულიყო, საპატრიარქო ყოველთვის საქმის კურსში გვაყენებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნება” ყველაზე დაუნდობლად და ცინიკურად პენსიონერებს ეპყრობა – რომან გოცირიძე

ნოემბერი 15, 2025
146
მთავარი

„ქართული ოცნება” ყველაზე დაუნდობლად და ცინიკურად პენსიონერებს ეპყრობა. მათი 13 წლიანი მმართველობის პერიოდში პენსია მხოლოდ 68 ლარით გაიზარდა ინფლაციის გათვალისწინებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან...

დაწვრილებითDetails

1-ლი იანვრიდან მნიშვნელოვანი რეგულაცია შედის ძალაში

ნოემბერი 15, 2025
80
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილება,...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი

ნოემბერი 15, 2025
4k
მთავარი

„This is ლანჩხუთის“ დამაარსებელი ნინია ბარამიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ემიგრაციაში გარდაიცვალა სამოქალაქო აქტივისტის, ლუი ორაგველიძის დედა, ირმა ცინცაძე. „ლუი, ჩემო ყველაზე კეთილო გოგო, ბევრი წლის წინ გარდაცვლილი მამა როგორ გტკიოდა,...

დაწვრილებითDetails

აქტივისტებს, რომლებმაც ანაკლიაში “მეგობარი აქტის” 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახეს, გარემოს დაცვა ახსნა-განმარტებებს სთხოვს

ნოემბერი 15, 2025
50
მთავარი

აქტივისტები, რომლებმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახეს, გარემოს დაცვის სამსახურში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. როგორც როსტო ზარანდია "პირველებთან" ამბობს, აქტივისტებს გაემოს დაცვის დეპარტამენტი ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებაში ადანაშაულებს. აქტივისები ამბობენ, რომ...

დაწვრილებითDetails

კომპენსაციები იზრდება – „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

ნოემბერი 15, 2025
123
მთავარი

პოლიციელთა სოციალური გარანტიების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შევა „პოლიციის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და რამდენიმე ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება

ნოემბერი 15, 2025
64
მთავარი

საქართველოს რამდენიმე წერტილში დღეს ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები შეინიშნება. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი 5 ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, ამ მონაცემების მიხედვით, თბილისისა და...

დაწვრილებითDetails

ოქრო 11 ლარით გაიაფდა

ნოემბერი 15, 2025
948
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი შემცირდა. Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 074 დოლარია. აღსანიშნავია, რომ ერთი დღის ჭრილში ფასი შემცირებულია 2.8%-ით, გასული თვის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».