LIVE TV
კვირა, ნოემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველო მსოფლიოს ყველაზე სასურველი ტურისტული ადგილების სიაშია

დაპოსტა 2021/08/03-ში
45
ნახვა
გაზიარება

პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვებით ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებულად დაზარალდა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ცნობით, გლობალური მასშტაბით საერთაშორისო მოგზაურების მიმოსვლამ 73%-ით იკლო. ხოლო 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტების რიცხვი 180 მილიონით არის შემცირებული.

მადრიდში, რამდენიმე კვირის წინ, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა (Fitur 2021) ჩატარდა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მადრიდის გამოფენის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლში არსებული შეუთავსებლობების მიუხედავად, საერთაშორისო მოგზაურობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს.

ესპანური Forbes კი წარმოგიდგენთ იმ ადგილების ნაწილს, რომელსაც პანდემიის მიუხედავად შეგიძლიათ ესტუმროთ. აღსანიშნავია, რომ სამოგზაურო მიმართულებების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.

მალტა, კუნძული გოზო

ქვეყნის ჩრდილოეთით, 6000-წლოვანი ისტორიის მქონე კუნძული გოზო, მოგზაურობის მოყვარულებს ისტორიული სასახლეების კედლებს შორის, ქვეყნის ხმაურიანი ადგილებიდან შორს დასვენების საშუალებას აძლევს.

ქალაქის არქიტექტურა ტურისტებს საუკუნეებით უკან აბრუნებს და სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის ნაწილადაც აქცევს.

მალტაში ტურისტების მიღება პირველი ივნისიდან აღდგა. მოგზაურებს მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი სჭირდებათ ქვეყანაში შესასვლელად.

ეკვადორი, გალაპაგოსის კუნძულები

წყნარ ოკეანეში, ეკვადორის ნაპირებიდან 972 კილომეტრის მოშორებით, გალაპაგოსის არქიპელაგი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, რომელიც ზღვის ლომებთან და იგუანებთან ერთად დასვენების საშუალებას გვაძლევს. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა კუნძულებმა და უნიკალურმა ველურმა ბუნებამ თავის დროზე დარვინის მიერ ევოლუციის თეორიის შესწავლასაც ჩაუყარა საფუძველი.

გალაპაგოსის კუნძულებზე დასასვენებლად მოგზაურებს PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან ვაქცინაციის სერთიფიკატი უნდა ჰქონდეთ.

უძველესი კონიაკის დაგემოვნება სომხეთში

სომხეთი საერთაშორისო მოგზაურებს გამორჩეული კონიაკის დაგემოვნების საშუალებას აძლევს. „არარატის“ კონიაკმა სახელწოდება სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე მთისგან მიიღო, მის განსაკუთრებულ არომატს კი წარმოების ტრადიციული ტექნიკა, ლოკალური ჯიშის ყურძენი, თხილი, სანელებლები, შავი შოკოლადი და ვანილი განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ იალტის კონფერენციაზე, სტალინის მიერ შეთავაზებული არარატის კონიაკით, სომხური კონიაკის დიდი მოყვარული უინსტონ ჩერჩილიც მოიხიბლა.

სომხეთში სამოგზაუროდ მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხია აუცილებელი.

ნამიბიის უდაბნო, აფრიკა

ნამიბიის უდაბნო 2013 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია და მსოფლიოს ყველაზე ძველ უდაბნოდ ითვლება.

ნამიბიის უდაბნო 81,000 კვადრატულ კილომეტრზე მდებარეობს და როგორც ცნობილია, 65 მილიონი წლის წინ, მესამეულ ერაში, დინოზავრების გადასახლების პერიოდში უკვე არსებობდა. უდაბნო, სადაც „არაფერი არ არის“, დამსვენებლებს თავგადასავლებისა და უნიკალურობის ერთგვარ კომბინაციას სთავაზობს.

მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, პანდემიის პერიოდში ტერიტორია შედარებით ნაკლებად დაზარალდა. მოგზაურობა უარყოფითი PCR ტესტით და ვაქცინის სერტიფიკატით არის შესაძლებელი.

ირლანდიის უძველესი მთები

ბურენის ეროვნული პარკი და მოჰერის კლდეები ირლანდიაში, კლერის საგრაფოში მდებარეობს და როგორც მთამსვლელებში, ასევე სპელეოლოგებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტერიტორიის უნიკალურ ბუნებას ალპებისა და ხმელთაშუაზღვის ფლორის თანაარსებობა და ენდემური გველებისა და პეპლების 60-ზე მეტი სახეობა განაპირობებს.

ირლანდიის ნაციონალური პარკები იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული და ისეთი კინო-შედევრების გადასაღებ მოედნად იქცა, როგორებიცაა „ჰარი პოტერი“, „მამაცი გული“, „რიგითი რაიანის გადასარჩენად“, „ვარსკვლავური ომები“.

ირლანდიაში მოგზაურობის მსურველებს ვაქცინის სერთიფიკატი დასჭირდებათ.

კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია – საქართველო

მე-12 საუკუნის მისტიკურ ტერიტორიაზე, რომელიც ჯავახეთში, ასპინძის რაიონში მდებარეობს, დღეს რამდენიმე ბერი ზრუნავს. ვარძია მსოფლიოში გამოქვაბულების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, ვიზიტორებს კი მისი ორასამდე დარბაზის დათვალიერება შეუძლიათ.

გამოქვაბულები ასევე მოიცავს 13 ეკლესიას და 28 საკანს, კედლებზე კი მეფე გიორგისა და მისი ქალიშვილის, თამარ მეფის ფრესკაა გამოსახული. სწორედ მათ უკავშირდებათ ვარძიის დაარსების ისტორია. იუნესკომ ვარძია 2007 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

საქართველოში მოგზაურობის მსურველებმა ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინონ ვაქცინის სერთიფიკატი ან უარყოფითი PCR ტესტი.

სალარ-დე-უიუნი, ბოლივია

სალარ-დე-უიუნი ბოლივიის სამხრეთით მდებარე, მსოფლიოში მარილის ყველაზე დიდი ჭაობია. ლურჯი ცის ქვეშ მოქცეული უსაზღვრო ტბა დამსვენებელს მზის ამოსვლისა და ჩასვლის საოცრად ლამაზ პეიზაჟებს სთავაზობს, ხოლო წვიმიან სეზონზე, უიუნი ყველაზე დიდ ბუნებრივ სარკედაც ქცევა და ღრუბლებს ირეკლავს. ულამაზესი პეიზაჟის ტერიტორია ტურისტებს ფლამინგოებისა და ლამების ნახვის საშუალებასაც აძლევს.

ბოლივიაში მოგზაურობის მსურველებს უარყოფით PCR ტესტთან ერთად, ადგილობრივი ცნობის შევსება და ათი დღის კარანტინში გატარება უწევთ.

ზემოთ ჩამოთვლილი ადგილების გარდა, მიმდინარე წლის ბოლომდე, მოგზაურობის მოყვარულთა მისაღებად მსოფლიოს სხვა გამორჩეული მიმართულებებიც ღია იქნება. მაგალითად, ზაფხულიდან ტურისტებს მადაგასკარში 30 მეტრის სიმაღლის, რვაასწლოვანი ბაობაბის ხეებთან ჩახუტება, ხოლო ბუტანში მორწმუნეებთან და ბერებთან ერთად დილის ლოცვაზე დასწრება შეეძლებათ.

წყარო: Forbes.ge

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

მცირეწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარედგინა

ნოემბერი 15, 2025
204
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ მომხდარ ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს თბილისში ძიძამ 1 წლისა და 6 თვის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა. გამოძიების მასალებით დადასტურდა, რომ...

დაწვრილებითDetails

“ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ” – ტრამპი

ნოემბერი 15, 2025
75
მთავარი

ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ბირთვული ქობინების აფეთქებას, აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხისგან თავი შეიკავა. „არ მსურს ამის...

დაწვრილებითDetails

„ფეიკ ნიუსი“ გავრცელდა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ” – კალაძე

ნოემბერი 15, 2025
86
მთავარი

როგორ შეიძლება, ეკლესიის მშენებლობას შევეწინააღმდეგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისში ტაძრის მშენებლობის დაწყება მერიასთან შეთანხმების გარეშე დაწყებულიყო, საპატრიარქო ყოველთვის საქმის კურსში გვაყენებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნება” ყველაზე დაუნდობლად და ცინიკურად პენსიონერებს ეპყრობა – რომან გოცირიძე

ნოემბერი 15, 2025
146
მთავარი

„ქართული ოცნება” ყველაზე დაუნდობლად და ცინიკურად პენსიონერებს ეპყრობა. მათი 13 წლიანი მმართველობის პერიოდში პენსია მხოლოდ 68 ლარით გაიზარდა ინფლაციის გათვალისწინებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან...

დაწვრილებითDetails

1-ლი იანვრიდან მნიშვნელოვანი რეგულაცია შედის ძალაში

ნოემბერი 15, 2025
80
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილება,...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი

ნოემბერი 15, 2025
4k
მთავარი

„This is ლანჩხუთის“ დამაარსებელი ნინია ბარამიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ემიგრაციაში გარდაიცვალა სამოქალაქო აქტივისტის, ლუი ორაგველიძის დედა, ირმა ცინცაძე. „ლუი, ჩემო ყველაზე კეთილო გოგო, ბევრი წლის წინ გარდაცვლილი მამა როგორ გტკიოდა,...

დაწვრილებითDetails

აქტივისტებს, რომლებმაც ანაკლიაში “მეგობარი აქტის” 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახეს, გარემოს დაცვა ახსნა-განმარტებებს სთხოვს

ნოემბერი 15, 2025
48
მთავარი

აქტივისტები, რომლებმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახეს, გარემოს დაცვის სამსახურში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. როგორც როსტო ზარანდია "პირველებთან" ამბობს, აქტივისტებს გაემოს დაცვის დეპარტამენტი ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებაში ადანაშაულებს. აქტივისები ამბობენ, რომ...

დაწვრილებითDetails

კომპენსაციები იზრდება – „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

ნოემბერი 15, 2025
123
მთავარი

პოლიციელთა სოციალური გარანტიების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შევა „პოლიციის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და რამდენიმე ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება

ნოემბერი 15, 2025
64
მთავარი

საქართველოს რამდენიმე წერტილში დღეს ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები შეინიშნება. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი 5 ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, ამ მონაცემების მიხედვით, თბილისისა და...

დაწვრილებითDetails

ოქრო 11 ლარით გაიაფდა

ნოემბერი 15, 2025
916
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი შემცირდა. Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 074 დოლარია. აღსანიშნავია, რომ ერთი დღის ჭრილში ფასი შემცირებულია 2.8%-ით, გასული თვის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».