”საქართველო ერთ ჯიბეში” – ქუთაისში ”ქართუ ბანკის” წინ გაერთიანებული ოპოზიციის ახალაგაზრდული ფრთა აქციის გამართვას ცდილობს.
აქციის მონაწილეებს სურთ ”ქართუ ბანკის” წინ პროექტორით აჩვენონ ფილმი ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ამით მათ სურთ თქვან რომ,ბიძინა ივანიშვილმა მთელი საქართველო ჯიბეში ჩაიდო, თუმცა ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ, მიზეზად კი გზის სავალი ნაწილის შესაძლო გადაკეტვას ასახელებენ.
ადგილზე ასევე მობილიზებულნი არიან მერიის ზედამხედველობოს სამსახურის თანამშრომლები.