2023 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წლიურად ქორწინების მაჩვენებელი – 8.9%-ით შემცირდა, ხოლო განქორწინების შემთხვევები – 3%-ით არის გაზრდილი.
კერძოდ, 2022 წლის 1-ელ 6 თვეში საქართველოში ქორწინების 11 378 და განქორწინების – 6 628 შემთხვევა იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება რეგიონებს, „საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის 1-ელ ნახევარში რეგიონების მიხედვით, როგორც ქორწინების (3 057), ისე განქორწინების (2 332) მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს. მეორე ადგილზე კი იმერეთია – ქორწინების – 1 614, ხოლო განქორწინების 1 182 მაჩვენებლით.