საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პირი.
გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – ადვოკატი
ადვოკატის, მარიკა არევაძის განცხადებით, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება. როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი არევაძემ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ფანჯრიდან, ორმა ბადრაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,...









