საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში – 5085 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558. ამ დრომდე საქართველოში ვირუსის 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, 6 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.