საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში – 5160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579, – ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.