საქართველოში კორონავირუსისგან 98 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.